სახალხო დღესასწაული “შემოდგომა ქედაში” და “ქედის ღვინის ფესტივალი” გრანდიოზული კონცერტით დასრულდა

“შემოდგომა ქედაში” და “ქედის ღვინის ფესტივალი” – აჭარის მაღალმთიანეთში სახალხო დღესასწაული მოეწყო. გაიმართა ფერმერებისა და ქედის ღვინის მარნების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; მოეწყო კულინარიული მასტერკლასები – ჯარას თაფლის პრეზენტაცია, ხეზე კვეთის, ჭიბონის აწყობის მასტერკლასები.
ასევე, ეთნოგრაფიული, ფოლკლორული და სამუზეუმო ექსპონატების გამოფენა; დაჯილდოვდნენ საპატიო ქედელები და საუკეთესო მეღვინეები. დღესასწაული კონცერტითა და ფეიერვერკით დასრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი