“სახალხო დაუმორჩილებლობა არის კონსტიტუციით მონიჭებული ფუნდამენტური უფლება!” – მამუკა ხაზარაძე

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, სოციალურ ქსელში, წერს:
“გამარჯვება მიიღწევა მიზნისკენ დაუღალავი სიარულით, ნებისყოფით, სიმტკიცით, პროტესტის მრავალფეროვნებით და ბევრი სხვადასხვა საპროტესტო კერებით – ინსტიტუტებში, საჯარო და კერძო სექტორებში, საზოგადოებრივ ადგილებში. როცა გართმევენ უფლებას და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ერთადერთი გზა რჩება – სახალხო დაუმორჩილებლობა! ჩვენ შეგვიძლია ეს ქვეყანა დავიბრუნოთ და აღვადგინოთ თითოეული მოქალაქის უფლება. ვითხოვთ ახალ არჩევნებს! სახალხო დაუმორჩილებლობა არის კონსტიტუციით მონიჭებული ფუნდამენტური უფლება! მოგიწოდებთ, ერთად აღვუდგეთ წინ უსამართლობას და გაყალბებას! დავიბრუნოთ წართმეული უფლებები! ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია!“

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – უსუფაშვილს უთქვამს, სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო – მომხრე ვარ დიდი გაერთიანების, მიუხედავად წარსული ცოდვებისა, მაგრამ გაერთიანებას შლის სწორედ ის ხალხი, ვინც დღემდე ტრაბახობს სააკაშვილის მოშორებით

გიორგი გახარია – „ქართული ოცნება“ თავს ესხმის საქართველოს მეგობრების დიპლომატებს მაშინ, როცა მტერს ურიგდება – ეს არის მცდელობა, დაამცირონ მოკავშირეები, დააზიანონ ევროკავშირის იმიჯი და საქართველო ჩამოაშორონ დემოკრატიულ სამყაროს