სახალხო დამცველმა ქსნის მე-15 პენიტენციური დაწესებულება მოინახულა

საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა დაბა ქსანში მე-15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის პენიტენციური დაწესებულება მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახალხო დამცველი გაეცნო პენიტენციური დაწესებულების ინფრასტრუქტურას, დაათვალიერა საცხოვრებელი და საერთო სივრცეები; გაესაუბრა პატიმრებს, ასევე, შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციას; მიიღო დეტალური ინფორმაცია ბოლო პერიოდში დაწესებულებაში განხორციელებული სიახლეებისა და პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამების შესახებ.
„სახალხო დამცველი აგრძელებს პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგსა და ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის მდგომარეობის ზედამხედველობას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.