სახალხო დამცველმა ვაშინგტონში სამუშაო შეხვედრები გამართა

ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ სამუშაო შეხვედრები გამართეს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ევრაზიის რეგიონულ დირექტორთან სტივენ ბ. ნიქსთან და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პროგრამის დირექტორთან ჰოლი დონალდსონთან.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, საუბრის მთავარ თემას საქართველოს პარლამენტის მოახლოებული წარმოადგენდა.
„სახალხო დამცველმა არჩევნების მიმართულებით აპარატის საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მზად არის, მანდატის ფარგლებში, დახმარება გაუწიოს IRI-სა და NDI-ის სადამკვირვებლო მისიებს, რომლებიც წლებია აქტიურ მონიტორინგს უწევენ საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიას და არჩევნების პროცესს.
სახალხო დამცველმა ასევე, ისაუბრა წინასაარჩევნოდ სიძულვილის ენის გახშირებულ გამოყენებაზე და ამ მიმართულებით საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობის ფორმატში მომზადებულ განცხადებაზე.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა კონგრესის კვლევითი ცენტრის წარმომადგენელთან, სა და ევროპის საკითხების სპეციალისტთან, დოქტორ კორი ველტთან“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გაჩეჩილაძე – ერთ-ერთი საჭიროება, რისთვისაც შექმნეს იუსტიციის სახლი იყო, რომ აღრიცხეს ყველა და ყველაფერი, ვინც კი სუნთქავდა, იმიტომ, რომ არჩევნები ეკონტროლებინათ – აღრიცხულ ადამიანებს ინდივიდუალურად ემუშავებოდნენ

საგარეო უწყება ევროკავშირის დელეგაციის წევრის ქვეყანაში არ შემოშვებაზე – ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას, გვქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის მხარესთან, რის შესახებაც მათ განემარტათ და საკითხი ამოწურულია