სახალხო დამცველმა აღიარა, რომ ეს კანონი არის საჭირო, მნიშვნელოვანი და კანონის მიზნები ლეგიტიმურია. რომელ კანონში შევიტანთ ამ ცვლილებებს და როგორ, ეს პარლამენტის გადასაწყვეტია

სახალხო დამცველმა აღიარა, რომ ეს კანონი არის საჭირო, მნიშვნელოვანი და კანონის მიზნები ლეგიტიმურია. რომელ კანონში შევიტანთ ამ ცვლილებებს და როგორ, ეს პარლამენტის გადასაწყვეტია
პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, სოზარ სუბარმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს, რომელმაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო წარადგინა, კითხვით მიმართა და აღნიშნა, რომ თუკი სხვა ქვეყნებში კანონი გამჭვირვალობასთან ერთად ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს ემსახურება, საქართველოში რაკი იგივე საჭიროება კანონის განმარტებით ბარათში არ ჩაიწერა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა იგივე გამოწვევის წინაშე არ დგას.
„სახალხო დამცველმა თქვა, სხვა კანონებში შეიტანეთ ცვლილებები და ეს კანონი არ მიიღოთო. მან, პრაქტიკულად, აღიარა, რომ ეს კანონი არის საჭირო, მნიშვნელოვანი და კანონის მიზნები ლეგიტიმურია. რომელ კანონში შევიტანთ ამ ცვლილებებს და როგორ, ეს პარლამენტის გადასაწყვეტია და ბუნებრივია, ეს სახალხო დამცველის მანდატს სცილდება – მისი მხრიდან ლაპარაკი არ ყოფილა რაიმე დარღვევასა და უფლებების შეზღუდვაზე.
მომხსენებელმა (გიორგი მსხილაძემ) ბრძანა, რომ ჩვენთან გამჭვირვალობა არის მიზანი, სხვაგან კი გამჭვირვალობა არის მიზნის მიღწევის საშუალება. ძალიან მაინტერესებს, როგორ ეწინააღმდეგება ეს ორი ერთმანეთს?! მაგალითად, საფრანგეთი ამბობს, რომ გამჭვირვალობის გზით უნდა იქნას მიღწეული ქვეყნის უსაფრთხოება – თუ ჩვენთან უსაფრთხოება არ არის მიზანი, მაინცდამაინც განმარტებით ბარათში თუ არ ჩაიწერა, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას უსაფრთხოების საკითხი არ უდგას.“ – აღნიშნა სუბარმა.
მან ასევე ისაუბრა სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედ მსგავს კანონებზე და ამ კანონების მიზნებზე.
„როდესაც საფრანგეთი ამ კანონს იღებდა, საუბრობდა, როგორც მის მოწინააღმდეგე ქვეყნებზე, რომლებიდანაც შეიძლება საფრთხეები მოდიოდეს, ასევე მის სტრატეგიულ პარტნიორებზე, როგორიც არის მაგალითად , რომლის ინტერესები შეიძლება ხშირად არ ემთხვეოდეს საფრანგეთის კანონს. როდესაც ვსაუბრობთ, რამდენად მკაცრი არის რომელიმე ქვეყნის კანონი, ჩემმა კოლეგებმა ახსენეს ფრანგული კანონი, რომელიც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ბრიტანული – 15 წლამდე, რუსული – 6 წლამდე პატიმრობას და თურქეთი კიდევ უფრო მკაცრია. იგივე ფრანგული კანონი, რომელიც ახლა იქნა მიღებული, ყველა ანგარიშის დაყადაღებას გულისხმობს, როგორც ფიზიკური პირის, ისე იურიდიული პირისაც, რომლის მიმართაც შეიძლება ეჭვი გაუჩნდეს ფრანგულ სახელმწიფოს და უსაფრთხოების სამსახურს უფლებას აძლევს, მრავალი წლის განმავლობაში, მოსმენაზე დასვან ის პირები, რომლებზეც ამ
კანონიდან გამომდინარე შეიძლება რაიმე ეჭვი გაუჩნდეთ. ბუნებრივია, ქართული კანონი მსგავსს არაფერს ითვალისწინებს.
როდესაც ლაპარაკი იყო ს მაგალითზე, რომ ქუჩაში ხვრეტენ ადამიანებს, დიახ, ჩვენ გვახსოვს ქუჩაში დახვრეტილი ადამიანები – გვახსოვს ვაზაგაშვილის დახვრეტა, გვახსოვს ხუბულოვის დახვრეტა, გვახსოვს თეთრაძის საქმე – რა ხდებოდა ციხეში. ასევე, კარგად ვხედავთ, რასაც აკეთებს ამათი ერთ-ერთი ბელადი – როგორ აგრძელებს უჩა აბაშიძე იმას, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთებდნენ. ჩვენ შორს ვართ მსგავსი ქმედებებისგან და მსგავსი მიზნებისგან.
ამ კანონის მიზანი არის გამჭვირვალობა, რათა ვიცოდეთ, ვინ რა პროექტებს აფინანსებს და ვინ არიან ის ბენეფიციარები, რომლებიც ამ უცხოური ფულით გარკვეულ მიზნებს ისახავენ ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთხელ მაინტერესებს – თქვენ რაც თქვით, რომ სხვაგან მიზანი არ არის გამჭვირვალობა, რატომ უშლის ხელს გამჭვირვალობა ამავდროულად იმ სხვა საფრთხეების აღმოფხვრას, რაც ქვეყანაში გამოიკვეთება.
არგუმენტირებული შენიშნები პრეზიდენტმა ვერ გამოგზავნა, რადგან ამ კანონის წინააღმდეგ ასეთი არგუმენტები არ არსებობს. რაც გამოგზავნა, ეს არის სამარცხვინო იურიდიული პრაქტიკის თვალსაზრისითაც და კონსტიტუციასთან შესაბამისობის თვალსაზრისითაც. იმის ნაცვლად, რომ ეს ტრიბუნა არგუმენტებზე სასაუბროდ გამოგეყენებინათ, ისარგებლეთ ამ ტრიბუნით შეურაცხყოფისთვის. ამ შეურაცხყოფას ვერ მივიღებთ იმ სამარცხვინო ადამიანისგან (), რომელსაც ოპოზიცია, რომელიც დღეს ამ დარბაზში ზის, წლების განმავლობაში რუსეთის მავნებელ რეზიდენტს უწოდებდა. ეს ადამიანი დარჩა მავნებელ რეზიდენტად (არ ვიცი, რომელი ქვეყნის) და ცდილობს, ქართული სახელმწიფო დააზიანოს და თქვენ, პიროვნულად, ნუ გაყვებით მას ამ მავნელობაში.“ – განაცხადა სუბარმა.
Next: ვინც რეზიდენტი დაარქვა, დღეს იმათი ლიდერია – გილოცავთ!

ასევე დაგაინტერესებთ

თუ თავმოყვარეობა გააჩნიათ, პარლამენტში არ უნდა შემოვიდნენ, მაგრამ შემოვლენ, თავმოყვარეობა რომ ჰქონოდათ, ხალხისთვის ის ტყუილი არ უნდა ეკადრებინათ, რასაც არჩევნების 300 000 ხმიანი გაყალბება ჰქვია

“ლუსული” ნომრიანი მანქანით ისეირნა ზარქუამო – ეს მანქურთები, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები, რომლებიც რუსებს საქართველოში შემოუძღვნენ, ცდილობენ აქეთ დაგვესხან თავს და გამოგონილი სიგიჟეებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ!

არჩევნებს არა მხოლოდ ეუთო/ოდირის და დამკვირვებლების მხრიდან აქვს ლეგიტიმაცია, არამედ სახალხო ლეგიტიმაციაც აქვს, რომლის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს საპატრიარქოს და პირადად პატრიარქის პოზიცია