სახალხო დამცველი 1990-იან წლების კონფლიქტისას აფხაზეთში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

2023 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სამების საკათედრო ტაძარში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს აფხაზეთში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახალხო დამცველმა პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას და მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.
„უგზო-უკვლოდ დაკარგული 20 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში მოხერხდა.
სახალხო დამცველმა მნიშვნელოვნად შეაფასა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და იდენტიფიცირების პროცესი და მანდატის ფარგლებში ჰუმანიტარულ მისიაში ჩართვის მზაობა გამოთქვა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი: მხოლოდ იანვარში 56 მილიონი დოლარის ნავთობია გატანილი – ან ეს არის იმპორტირებული ნავთობი, რომელსაც სახელი ეცვლება და ექსპორტზე გადის, ან შემოდის რუსული ნედლი ნავთობი და ყულევის ტერმინალში გადამუშავდება