სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პენიტენციური სამსახურის #11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახალხო დამცველმა დაათვალიერა დაწესებულების ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი საკნები, ეზო და საერთო სავარჯიშო სივრცე; გაეცნო არასრულწლოვანთა განთავსების პირობებს, ასევე, მიმდინარე სასწავლო და სარეაბილიტაციო პროგრამებს; ესაუბრა ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.
სახალხო დამცველი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანების უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას.
