სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, „არ გაიმეოროს ის, რაც გუშინ ვიხილეთ“, აქციის მონაწილეებს კი მიმართავს, რომ დაიცვან შეკრების მშვიდობიანი ფორმა

სახალხო დამცველმა, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, რომ არ გაიმეოროს ის, რაც გუშინ ვიხილეთ, არ ჩაერიოს მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებაში და არ იძალადოს მათზე.
იოსელიანმა ასევე მოუწოდა დღევანდელი აქციის მონაწილეებს, რომ დაიცვან შეკრების ფარგლები და მისი მშვიდობიანი ფორმა, იმისთვის, რომ ეს არ გადაიზარდოს დამატებით ესკალაციაში.
„ჩემი დღევანდელი ბრიფინგი პირველ რიგში ემსახურება პირველად შეფასებას გუშინდელი სამწუხარო მოვლენების, რაც ჩვენ ვიხილეთ და ამავე დროს დღევანდელი აქციის წინ გაფრთხილებას პირველ რიგში -სი, რომ არ გაიმეოროს ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, არ ჩაერიოს ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებაში, არ იძალადოს მათზე.
ასევე მინდა მოვუწოდო აქციის მონაწილეებს, დაიცვან შეკრების ფარგლები და მისი მშვიდობიანი ფორმა, იმისთვის, რომ ეს არ გადაიზარდოს დამატებით ესკალაციაში“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ