სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ჯარიაშენისა და ქვეშის მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი გორის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ჯარიაშენსა და ქვეშში ჩავიდა, გაეცნო ვითარებას და შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე სოფლების მცხოვრებლებმა აღნიშნეს, რომ კვლავ გრძელდება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები.
„ამასთან, ხაზი გაუსვეს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავებისთვის დამხმარე საშუალებების ნაკლებობას.
როგორც გამოიკვეთა, სოფლებში არ არის აფთიაქი, ამბულატორიები საჭიროებს რეაბილიტაციას, ხოლო შიდა გზები მოსაწესრიგებელია. კვლავ აქტუალურია მიგრაციისა და სოფლებში ახალგაზრდებისა და სკოლის მოსწავლეების რაოდენობის შემცირება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
„ასეთ რთულ ადგილებში ჩვენს მოქალაქეებს ხელისუფლების მეტი დახმარება და ხელშეწყობა სჭირდებათ. მნიშვნელოვანია, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხშირად იარონ მათთან, გაეცნონ მათ ყოველდღიურ ცხოვრებას და მეტი ძალისხმევა გასწიონ, რათა ამ ადამიანებს ყველა ის სერვისი ჰქონდეთ, რის მიღებაც თბილისშია შესაძლებელი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
სახალხო დამცველი, ასევე, შეხვდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისის წარმომადგენლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენი ამოცანაა გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება – მყარი მშვიდობა მხოლოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს