სახალხო დამცველი იმერეთში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ქალთა უფლებადამცველებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, სახალხო დამცველის აპარატის ქუთაისის ოფისში, იმერეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ქალთა უფლებადამცველებს შეხვდა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე გენდერული თანასწორობის კუთხით რეგიონში არსებული მდგომარეობა სამოქალაქო სექტორის უფლებების დაცვის საკითხები, ცნობიერების ამაღლებისა თუ სხვა საჭიროებები და გამოწვევები განიხილეს.
„სახალხო დამცველმა შეხვედრის მონაწილეებს აპარატის მანდატი, ქალთა გაძლიერების მიმართულებით მიმდინარე საქმიანობა და პრიორიტეტები გააცნო. ისაუბრეს ასევე, სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
ღონისძიება საქართველოს სახალხო დამცველისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ერთობლივი ორგანიზებითა და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)