სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს კლოდ კერნის, ედით ესტრელას და ბას კლაინს შეხვდნენ. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, პოლიციის მიერ ძალის არაპროპორციული გამოყენების ფაქტები, დაკავებულთა მდგომარეობა და მიმდინარე გამოძიებებზე სახალხო დამცველის ზედამხედველობის საკითხები განიხილეს.
„სტუმრები ასევე დაინტერესდნენ საქართველოს სახალხო დამცველის კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობის შესაძლებლობითა და მოქმედი ეროვნული საკანონმდებლო სივრცის ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის ხარისხით,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია