სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, პოლიტიკურ პოლარიზაციაზე, სამართალდამცავთა მიერ აქციის მონაწილეთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე და ზოგადად შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.
სახალხო დამცველმა სტუმარს აპარატის საქმიანობა გააცნო დაკავებულთა და დაკავებისას დაშავებულთა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – ევროკავშირს ბევრი რამ შეუძლია გააკეთოს და ეს კარგად გამოჩნდა ყულევის პორტთან დაკავშირებით – ერთი თითი დაუქნიეს ბრიუსელიდან და დაეცნენ რიგში, მიხვდნენ, რომ ძალიან მძიმედაა საქმე