სახალხო დამცველი ბათუმსა და თბილისში დაკავებულების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს ბათუმსა და თბილისში აქციის მონაწილეების დაკავების შესახებ და წერს, რომ სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები დაკავებულების სანახავად მიდიან.
ომბუდსმენის განცხადებით, მისი წარმომადგენლები მოინახულებენ ალადაშვილის კლინიკაში მყოფ ერთ-ერთ დაკავებულს, გია ჯვარშეიშვილს.
“სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავებს, არ შეზღუდონ პროტესტის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. სახალხო დამცველი შეისწავლის სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ გამოვლენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს და მოახდენს კანონშესაბამის რეაგირებას”, – წერია განცხადებაში.
11 იანვარს, ღამით ბათუმსა და თბილისში აქციის მონაწილეები დააკავეს. -ს დაკავებულთა შესახებ განცხადება არ გაუვრცელებია. უწყება არც რადიო თავისუფლების ზარებს პასუხობს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო