მეტადონის პროგრამის ბენეფიციარი, რომელიც პოლიციის მაღალჩინოსნებს შანტაჟში, ნარკოტიკული ნივთიერების ჩადებასა და ძალადობაში ადანაშაულებს, სახალხო დამცველის ოფისში დაიბარეს.
“შაბათის მთავარში” გასული რეპორტაჟის შემდეგ, საქმით დაინტერესდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც. 31 წლის კაცი, რომელსაც სამართალდამცველები თანამშრომლობას აიძულებდნენ, გუშინ სწორედ ამ უწყებაში იმყოფებოდა. მან გამოკითხვაზე სამართალდამცველებს ყველა საჭირო მტკიცებულება წარუდგინა და ახლა საქმის სამართლიანად გამოძიების მოლოდინშია.
“გამოძიება აუცილებლად დაიწყება. დაისჯებიან ის პოლიციელები იქნებიან თუ არაპოლიციელები, ვინც უშუალოდ იღებს მონაწილეობას, ესეთ საქმეებს კერავს. სიმართლე გამოიძიონ და დანარჩენი არაფერი მაინტერესებს,” – ამბობს ის.
შეგახსენებთ, რომ მეტადონის პროგრამის ბენეფიციარმა “შაბათის მთავარს” დეტალურად მოუყვა როგორ გახდა სამართალდამცველების მსხვერპლი და რა გზებით აიძულებდა ძალოვანი უწყება თანამშრომლობას. “შაბათის მთავარის” ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ, პოლიციელები მას ქუჩაში დახვდნენ.
ასევე ნახეთ:
· თანამშრომლობის იძულება | რა მეთოდებით ცდილობდა პოლიცია 31 წლის კაცის დაყოლიებას?