სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები აცხადებენ, რომ სააკაშვილმა წონაში მოიმატა, 77 კილოს იწონის, ფსიქონევროლოგიური მდგომარეობა კი თითქმის არ შეცვლილა

სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა კლინიკა “ვივამედში” საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მოინახულეს.
როგორც კონსილიუმის წევრმა, ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ მედიას განუცხადა, სააკაშვილმა წონაში მოიმატა, თუმცა ნევროლოგიური თვალსაზრისით, მისი მდგომარეობა თითქმის უცვლელია.
მისივე შეფასებით, სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე საუბარი ნაადრევია.
“წონაში მოიმატა, კუნთების მასაც მოემატა. ნევროლოგიური სტატუსის თვალსაზრისით, მდგომარეობა თითქმის არ შეცვლილა. ძველ დასკვნებში ნეიროპათია როგორიც იყო, წონასწორობის კარგვა, ისევ ისეა. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ვფიქრობ, არასტაბილურია, ესეც არ შეცვლილა. ჩემი აზრით, დეპრესიაც არის, შფოთვაც რჩება. მიმაჩნია, რომ მის გადაყვანაზე საუბარი ნაადრევია, რადგან გადაყვანის შემთხვევაში, რამდენიმე კვირაში, რამდენიმე დღეში თუ არა, შესაძლოა, უკან დასაბრუნებელი გახდეს. პაციენტის სტაბილური და გაუმჯობესებული მდგომარეობა სამედიცინო პერსონალის დამსახურებაა, ხოლო ოპტიმალური იქნება, თუ სახელმწიფო CPT-ის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს“, – განაცხადა თენგიზ წულაძემ.
ამასთან, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ გიორგი გრიგოლიას განცხადებით, სააკაშვილი ამ ეტაპზე, 77 კილოს იწონის.
“ანორექსიისა და კახექსიის მოვლენებს, მედიცინის თვალსაზრისით, ნელ-ნელა ძლევენ აქაური ექიმები. სამწუხაროდ, ფსიქონევროლოგია თითქმის იმავე დონეზე რჩება, აქვს შფოთვები, ნერვიულობს, გარემო არ შეცვლილა. სამედიცინო მომსახურებას თუ არ ჩავთვლით, ეს გარემო არაფრით განსხვავდება იმისგან, რაც პენიტენციურ დაწესებულებაშია. სწორედ ეს არის აღნიშნული საერთაშორისო დასკვნაში, რომ გარემო თუ არ შეიცვალა, მისი სრული რეაბილიტაცია, ამ შემთხვევაში, ფსიქონევროლოგიური მდგომარეობა, რაც ყველაზე მთავარია და რამაც შეიძლება, მეორეჯერ გამოიწვიოს სომატური დარღვევები, არ აღდგება. იწონის 77 კილოს და 400 გრამს”, – განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს ევროინტეგრაცია ,,დე ფაქტო” ცალმხრივად შეჩერდა ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის განცხადებით, შესაბამისად, რადიკალური აქციები დეზინფორმაციას ეფუძნებოდა – მეექვსე დღეა, ევროკავშირის ელჩი არ პასუხობს შეკითხვას, რატომ შეიყვანეს საზოგადოება შეცდომაში

ზაზა შათირიშვილი Ipsos-ის კვლევაზე: დღევანდელ, უმძიმეს მოცემულობამდე, ევროკავშირი წლების განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა, სავსებით შეგნებულად და მიზანმიმართულად. ოლიგარქიულმა ოჯახებმა როგორც ევროკავშირის მმართველობაში, ასევე წამყვანი ქვეყნების მთავრობებში დანიშნული საკუთარი აგენტურის ხელით ევროპა გაკოტრების პირას მიიყვანეს

დღეს ევროკავშირს, ცალკეული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას, ცალკეულ ინსტიტუციებს, მედიას – ყველაფერს, ოლიგარქიული ოჯახები აკონტროლებენ, მათ შორისაა კვლევითი ორგანიზაცია Ipsos-იც, რომელიც პირდაპირ ოჯახების კუთვნილებაში არსებული გიგანტის, Blackrock-ის საკუთრებაა