სახალხო დამცველის დასკვნამ სპეკულაციებს წერტილი დაუსვა – გიორგი ვაშაძე

28
სახალხო დამცველის დასკვნამ ამ სპეკულაციებს საბოლოოდ წერტილი დაუსვა, პაატა მანჯგალაძე არის სრულიად უკანონო პატიმარი, –  ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
სახალხო დამცველის დასკვნამ ამ სპეკულაციებს საბოლოოდ წერტილი დაუსვა, პაატა მანჯგალაძე არის სრულიად უკანონო პატიმარი, მისი გათავისუფლება აუცილებელია, თუ იოტისოდენა სამართლიანობაზე ვსაუბრობთ ქვეყანაში. ჩვენ გვესმის რა სისტემას ვებრძვით, გვესმის, რომ ამ ადამიანების ამოცანაა დასაჯოს ყველა, ვისაც სურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, სამართლიანობა აღდგეს ქვეყანაში, ვინც არის საკუთარი ქვეყნის პატრიოტი, პაატა მანჯგალაძე ნამდვილად ასეთი ადამიანია. მიუხედავად დიდი განსაცდელისა, რის წინაშეც დგას ის და ჩვენ, მისი თანაგუნდელები და ოჯახის წევრები, პაატა არის მხნედ, აგრძელებს ბრძოლას და აუცილებლად შეიტანს წვლილს საქართველოს განვითარების პროცესში, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
“ბრალი ბუნდოვანია, არ არის მტკიცებულებები”– სახალხო დამცველმა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე