სახალხო დამცველის აპარატი – პარლამენტთან აქციაზე დაკავებულთაგან ერთი პირი მიუთითებდა პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე, აღენიშნებოდა დაზიანებაც – მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 15 აპრილის ღამეს დაკავებული 10 პირი მოინახულეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფთაგან ერთი პირი მიუთითებდა პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე, რაზეც სურდა რეაგირება; აღენიშნებოდა დაზიანებაც. შესაბამისად, სახალხო დამცველის აპარატმა ფაქტის გამოძიების მოთხოვნით უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
„სახალხო დამცველის აპარატი კვლავ გააგრძელებს აქციების მონიტორინგს და მანდატის ფარგლებში მოახდენს შესაბამის რეაგირებას ადამიანის უფლებადარღვევის ყველა ფაქტზე.
უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი – 14 81 – მუშაობს 24 საათიან რეჟიმში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება