სახალხო დამცველის აპარატი ლევან იოსელიანისა და იუსტიციის მინისტრის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი იუსტიციის მინისტრ, ანრი ოხანაშვილს შეხვდა.
როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სახალხო დამცველმა იუსტიციის მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
მათივე ინფორმაციით, მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებრივი მდგომარეობა და პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული გამოწვევები. სახალხო დამცველმა მინისტრს გააცნო ამ მიმართულებით აპარატის მიერ მომზადებული ანგარიშები და რეკომენდაციები.
„იუსტიციის მინისტრმა და სახალხო დამცველმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს წლების განმავლობაში ურთიერთშორის თანამშრომლობას და მზაობა გამოთქვეს იუსტიციის სამინისტროსა და ომბუდსმენის აპარატს შორის მჭიდრო კოორდინაციის გაგრძელების თაობაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ სახალხო დამცველის და იუსტიციის მინისტრის მოადგილეები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)