სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის რელიგიათა საბჭოს სხდომა გაიმართა

21 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მონაწილეობა მიიღო ტოლერანტობის ცენტრის ორგანიზებით ჩატარებულ რელიგიათა საბჭოს სხდომაში.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სხდომაზე ისაუბრეს რელიგიურ გაერთიანებებზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო გავლენაზე.
„ასევე განიხილეს სახალხო დამცველის მიერ 2023 წლის საპარლამენტო ანგარიშში შეფასებული საკითხები, მათ შორის, ს მეჩეთის მშენებლობის თაობაზე და თავდაცვის კოდექსის ამოქმედების შემდეგ შეცვლილი რეგულაცია – სასულიერო პირების წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევასთან და სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონულ სისტემაში აღმსარებლობის შესახებ ჩანაწერთან დაკავშირებით.
დასასრულს გამართულ დისკუსიაზე საბჭოს წევრებმა სამომავლო გეგმები წარმოადგინეს და პრიორიტეტები დასახეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონი – ვიცით, რას ნიშნავს უსაფრთხოების გარანტიების არარსებობა, ეს იყო საქართველო 2008 წელს და ყირიმი 2014 წელს – თუ სამშვიდობო შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიების გარეშე გაფორმდება, რუსეთი სიტყვას არ შეასრულებს