სახალხო ახალი წელი – რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა.
ბოლო ორ წელში უკვე მეორედ ქვეყანა დღესასწაულს უჩვეულოდ ხვდება. ეს საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებული ახალი წელია – იმ ადამიანების, ვინც 400 დღეა ქუჩიდან ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იბრძვის. დამოუკიდებლობისთვის ერთად დგომა დღეს ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს – ამბობს ქართველი ხალხი.
აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ ევროკავშირისა და საქართველოს დროშებითა და საახალწლო ატრიბუტებით შეიკრიბნენ. საკანონმდებლო ორგანოს წინ გაშლილია საახალწლო სუფრა.
ოგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პარლამენტთან 00:00 საათამდე დარჩებიან და ერთად შეხვდებიან ახალ წელს.




