საჭიროა ჯანდაცვის სექტორის გააქტიურება, რომ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრები იყოს ხელმისაწვდომი ნარკომომხმარებელთათვის და მათ დავეხმაროთ, რომ ამ მძიმე ვითარებიდან გამოვიდნენ

საჭიროა ჯანდაცვის სექტორის გააქტიურება, რომ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრები იყოს ხელმისაწვდომი ნარკომომხმარებელთათვის და მათ დავეხმაროთ, რომ ამ მძიმე ვითარებიდან გამოვიდნენ
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის თქმით, კანონპროექტს მხარს უჭერს, თუმცა საჭიროა ჯანდაცვის სექტორის გააქტიურებას. დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში ნარკომომხმარებელთა რიცხვი შემცირდეს.
„ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს მთავარი შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში ნარკომომხმარებელთა რიცხვი შემცირდეს, არათუ გაიზარდოს. ამ კანონპროექტს, რა თქმა უნდა, ვეთანხმებით, მაგრამ მხოლოდ ეს მაინც არ იქნება საკმარისი. საჭიროა ჯანდაცვის სექტორის გააქტიურება, რომ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრები იყოს ხელმისაწვდომი ნარკომომხმარებელთათვის და მათ დავეხმაროთ, რომ ამ მძიმე ვითარებიდან გამოვიდნენ,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი პატარიძე: პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ირაკლი ღარიბაშვილთან მიმართებით დამატებითი პაემნით წახალისების შესახებ სამართლებრივი აქტი არ გამოუცია, შესაბამისად, პაემანი ვერც ჩაინიშნებოდა და ვერც გაუქმდებოდა