საჭიროა ურთიერთობების გადატვირთვა -სთან, რასაც ესაჭიროება სამართლიანი, სწორი, ჯანსაღი მიდგომა, ჩვენი მხრიდან ნაბიჯები გადადგმულია და ველოდებით საპასუხო ნაბიჯებს

საჭიროა ურთიერთობების გადატვირთვა -სთან, რასაც ესაჭიროება სამართლიანი, სწორი, ჯანსაღი მიდგომა, ჩვენი მხრიდან ნაბიჯები გადადგმულია და ველოდებით საპასუხო ნაბიჯებს
საჭიროა ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-სთან და ურთიერთობების გადატვირთვას ესაჭიროება სამართლიანი, სწორი, ჯანსაღი მიდგომა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ქართული მხრიდან ნაბიჯები გადადგმულია და საქართველოს მთავრობა ელოდება, რომ გადაიდგმება საპასუხო ნაბიჯები ამერიკელი კოლეგების მხრიდან.
„მე მქონდა პირადად შეხვედრა რამდენიმე დღის წინ ამ ადამიანებთან, სენატორთან, კონგრესმენთან, თუმცა, საუბრები რჩება ხოლმე საუბრებად. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუთხარით ჩვენს კოლეგებს, თუ როგორ ვხედავთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას და ამისათვის პირველ რიგში, მთავარი და აუცილებელია ის, რომ მომავალი ერთი წლის განმავლობაში არ ვიხილოთ ისეთი პროცესები, როგორიც ვიხილეთ გასული ოთხი წლის მანძილზე, აღარ გავიმეორებ, რას ვგულისხმობთ ამაში, რას აკეთებდა, მაგალითად, ამერიკის ყოფილი ელჩი.
ამ პრობლემების ფონზე, რაც ხელოვნურად შეიქმნა გასული ოთხი წლის განმავლობაში, საჭიროა ურთიერთობების გადატვირთვა და ურთიერთობების გადატვირთვას ესაჭიროება სამართლიანი, სწორი, ჯანსაღი მიდგომა. ჩვენი მხრიდან ნაბიჯები გადადგმულია, ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში და ველოდებით, რომ გადაიდგმება საპასუხო ნაბიჯები ამერიკელი კოლეგების მხრიდან“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია TBC ბანკის ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: როდესაც საუბარია ამხელა ბანკზე, ის მინიმუმ ვალდებულია გამოეხმაუროს ამ რადიკალის მიერ მისი პლატფორმის გამოყენებას. ქალბატონის, რომელსაც სძულს ყველა და ყველაფერი

დასავლეთმა არაერთხელ უარყო რუსეთთან მშვიდობა – საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ დამღუპველი თამაში ისევ წამოიწყეს, რაც ღრმად საფრთხის შემცველია ევროპისთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი კიდევ ერთ ომში შედიან

შალვა პაპუაშვილი “თიბისი ბანკის” ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: ნაკლებად სასურველია, როდესაც ბიზნესთან ხდება სიძულვილის ენის მატარებელი, სიძულვილის განმასახიარებელი ადამიანების გაიგივება – ასეთი მოვლენები, ზოგადად, ძალიან მძიმეა