„ნარჩენების მართვის კოდექსში“ ცვლილებები შედის. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემის დანერგვისა და მისი ეფექტიანი აღსრულების მიზნით, საჯარიმო სანქციები შემოდის. “ნარჩენების მართვის კოდექსში” ცვლილებების პროექტის მიღების შედეგად მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების დარღვევებისთვის შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დადგინდება.
