“საჭიროა ახალი გადაწყვეტილებები და ახალი ზეწოლა მოსკოვზე, რათა ბოლო მოეღოს ამ დარტყმებს და ამ ომს” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ს განცხადებით, გასულ ღამეს რუსეთმა ს 150-მდე თავდასხმის დრონით შეუტია, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა.
ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ბოლო ერთ კვირაში 1580-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი, თითქმის 1100 თავდასხმის დრონი და 15 სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა. აღნიშნული იარაღი უცხოურ კომპონენტებს შეიცავს, რასაც სანქციების გვერდის ავლით იღებს.
ზელენსკი წერს, რომ რუსი ტერორისტების წინააღმდეგ სანქციები უფრო ეფექტური უნდა იყოს და არსებული ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას.
“გასულ ღამეს, რუსეთმა ს 150-მდე თავდასხმის დრონის გამოყენებით შეუტია. ამ დროისთვის დაშავებულია ათი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. კიევში თავდასხმას სამი სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის მამა და მისი ხუთი წლის ქალიშვილი. გუშინ ზაპოროჟიეში სამი ადამიანი მოკლეს – ოჯახი: მამა, დედა და მათი 17 წლის ქალიშვილი. ვუსამძიმრებ ოჯახებს და ახლობლებს.
ეს თავდასხმები ყოველდღიური რეალობაა. მხოლოდ ამ კვირაში 1580-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი, თითქმის 1100 თავდასხმის დრონი და 15 სხვადასხვა ტიპის რაკეტა იქნა გამოყენებული ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. მთელი ეს იარაღი შეიცავს მინიმუმ 102000 უცხოურ კომპონენტს. ამიტომ რუსი ტერორისტების წინააღმდეგ სანქციები უფრო ეფექტური უნდა იყოს. უნდა აღმოიფხვრას ყველა ხარვეზი, რომელიც მათ სანქციებისთვის გვერდის ავლის საშუალებას აძლევს.
საჭიროა ახალი გადაწყვეტილებები და ახალი ზეწოლა მოსკოვზე, რათა ბოლო მოეღოს ამ დარტყმებს და ამ ომს.
ჩვენ უნდა გავაძლიეროთ უკრაინა და ჩვენი არმია – მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემებით და რეალური მხარდაჭერით. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, ვისაც ეს ესმის და აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას,” – წერს ზელენსკი.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ტობიას კრემერი: რეპორტაჟის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ ის წყლის ჭავლში შეურია და არა დამპყრობელი არმიის, არამედ თავისი ხალხის წინააღმდეგ მიმართა: ქალების და ბავშვების, სტუდენტებისა და ექთნების, მუშებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ

იაგო კაჭკაჭიშვილი – პოლიციამ მომიტინგეებს მოსთხოვა, რომ მათ დატოვონ ტროტუარი, აბა რა ვქნათ, ცაში უნდა გავფრინდეთ? ვირტუალური პროტესტი უნდა მოეწყოს სამზარეულოებიდან? სრულად აბსურდთან მივედით