“სამი ძმა” საცალო გაყიდვების შეზღუდვის შემდეგ, პიროტექნიკას საბითუმოდაც ვეღარ ყიდის.
კომპანიის ხელმძღვანელი, აბელ კაპანაძე bm.ge-სთან ამბობს, რომ კომპანიაში შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ინვენტარიზაცია მხოლოდ ფოიერვერკებს შეეხო და გაყიდვები ამის გამო ვერ აღდგა.
საქმე ის არის, რომ გასულ კვირას, 28 ნოემბრის შემდგომი აქციების გამო პიროტექნიკის ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა რეალიზატორმა “სამი ძმა”, როგორც თავად ამბობენ, თავად მიიღო პიროტექნიკის გაყიდვის შეზღუდვის გადაწყვეტილება, ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ამის შემდეგ, კომპანიაში შემოსავლების სამსახურიც შევიდა და ინვენტარიზაცია მხოლოდ პიროტექნიკის მიმართულებით მიმდინარეობს.
“პიროტექნიკის გაყიდვა ვერ აღვადგინეთ, რადგან ინვენტარიზაცია მიმდინარეობს. ეს ეხება მხოლოდ პიროტექნიკას, მხოლოდ პიროტექნიკას შეეხო ინვენტარიზაცია.
ამ ეტაპზე, ვერც საბითუმო გაყიდვებს ვერ ვახორციელებთ. თავიდან კი გვითხრეს, მაგრამ მერე არ მოგვცეს საშუალება. საწყობები დაგვილუქეს. ძალიან მძიმე და რთულია ბიზნესისთვის, ახალი წელი ახლოვდება და ვერ ვყიდით.
თავდაპირველად, ჩვენ თვითონ მივიღეთ მივიღეთ საცალო გაყიდვების შეზღუდვის გადაწყვეტილება, მაგრამ გვეგონა ორშაბათიდან გავაგრძელებდით”, – განაცხადა კაპანაძემ.
bm.ge დაინტერესდა, როგორ უყურებს კერძო სექტორი შალვა პაპუაშვილის მიერ დაანონსებულ პიროტექნიკის რეალიზაციის აკრძალვას. აბელ კაპანაძის თქმით, ამ თემაზე ინფორმირებული საერთოდ არ არის.
“თქვენგან მესმის, არც მსმენია. ჩვენთან ამ თემაზე კომუნიკაცია არავის ჰქონია”, – თქვა კაპანაძემ.
რატომ გადაწყვიტეს “სამ ძმაში” ფოიერვერკები შერჩევითად გაეყიდათ?