საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს

ახალქალაქში, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის 12 წლის იუბილესადმი მიძღვნილი და რეკრუტების ფიცის დადების ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ხელმძღვანელობა და რეკრუტების ოჯახის წევრები დაესწრნენ. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ რეკრუტებს სამხედრო ფიცის დადება, ხოლო პირად შემადგენლობას ცენტრის იუბილე მიულოცა. მან სამხედროებს ქვეყნის წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა და საწყისი საბრძოლო მომზადების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. სამხედროებს, ასევე მიმართა საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ.
იუბილესთან დაკავშირებით ცენტრის პირადი შემადგენლობა თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამსახურისთვის სხვადასხვა ხარისხის მედლებით, სამახსოვრო საჩუქრებით, სიგელებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდა.
ფიცის დადებამდე წვევამდელებმა ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების სპეციალური პროგრამა გაიარეს. ისინი საკონტრაქტო-სამხედრო სამსახურს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გაივლიან.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში