გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი იზრდება. WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებელი თბილისის დროით 11:20 საათზე, 74.66 დოლარით განისაზღვრება, რაც ერთი კვირის ჭრილში 0.05%-იან ზრდაზე მიანიშნებს. რაც შეეხება Brent-ის ტიპის ნავთობის ფასს, ამ შემთხვევაში ზრდამ 0.21% შეადგინა და ბარელზე 78.50 დოლარს გაუტოლდა.
რაც შეეხება საქართველოს, ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე 20 იანვრის შემდეგ საწვავი ეტაპობრივად ძვირდება. Priceshub-ზე არსებული მონაცემების მიხედვით, აღნიშნული პერიოდის შემდეგ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასები 4-8 თეთრის ფარგლებშია გაზრდილი.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი