საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 19 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შეირჩა და გამოქვეყნდა მეთერთმეტე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოქვეყნებულია: სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და გურიის რეგიონების 176 ერთეული საძოვრის მონაცემები საერთო ფართობით 9875 ჰა. მათ შორის, ასპინძა – 3, ახალციხე – 1, ნინოწმინდა – 14, ბორჯომი – 9, დმანისი – 20, წალკა – 2, მარნეული – 5, დედოფლისწყარო – 29, საგარეჯო – 4, თელავი – 3, სიღნაღი – 14, ყვარელი – 5, ახმეტა – 4, გურჯაანი – 3, ლაგოდეხი – 3, მცხეთა – 4, ყაზბეგი – 2, დუშეთი – 1, გორი – 9, კასპი – 2, ქარელი – 2, ხაშური – 4, წყალტუბო – 13, ბაღდათი – 1, ვანი – 6, ზესტაფონი -1, ჭიათურა – 2, სენაკი -2, წალენჯიხა -1, ხობი – 2, ონი – 2, ლანჩხუთი – 3.
ამასთან, აღნიშნავენ, რომ პროგრამის ფარგლებში, 2022-2023 წლებში მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სააგენტომ შეარჩია და 10 ეტაპად გამოაქვეყნა იჯარით გასაცემი 45 726 ჰექტარი საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთის მონაცემები და განახორციელა დაინტერესებული პირების განაცხადების მიღება. ამ პერიოდში იჯარით გაიცა 13 446 ჰექტარი საძოვარი.
„მეთერთმეტე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge www.mepa.gov.ge).
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა 2021 წლიდან ხორციელდება. იგი მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დეგრადაციისგან დაცვასა და მეცხოველეობის დარგის განვითარებას.
მეთერთმეტე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://land.gov.ge/Ge/Projects/Ongoing/1013“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჰელსინკის კომისია – საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო შენაერთების შენარჩუნებასა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის კეთილგანწყობის მოპოვების უზრუნველყოფას შორის, მოსკოვმა საქართველოში წვრილი ხაზის გავლება მოახერხა

ნათია მეზვრიშვილი – „ოცნების“ დეპუტატები და ზონდერები ზეწოლას ახდენენ საჯარო მოხელეებზე, რომ ხმა „ოცნების“ სასარგებლოდ მისცენ – ვანის პოლიციის უფროსის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე პროკურატურას მივმართეთ

ჰელსინკის კომისია – საქართველოს „ქართული ოცნების“ მთავრობამ ახლახან უფრო ღიად არალიბერალური და პრორუსული ორიენტაცია მიიღო, რაც მისი მოსახლეობის დიდწილად პროდასავლურ განწყობებს ეწინააღმდეგება

თეონა აქუბარდია – პრეზიდენტის პრეროგატივაა, რას იზამს ის არჩევნებამდე – დარწმუნებული ვარ, ის საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი იქნება – საქართველოს ევროკავშირში ელოდებიან