საცხოვრებლად 10 ყველაზე ძვირი ქალაქი მსოფლიოში – Economist

საცხოვრებლად მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქების ამჟამინდელ რეიტინგს ციურიხი და სინგაპური ლიდერობენ. ბოლო ათეულშია: ბუენოს-აირესი, ტუნისი, ტაშკენტი, ტრიპოლი და თეირანი. საქართველო ამ რეიტინგში ? ადგილზეა.
2023 წლის ცხოვრების ღირებულების მსოფლიო ინდექსის შესახებ მონაცემებს Economist Intelligence Unit (EIU) აქვეყნებს.
ანალიტიკოსების აზრით, ადგილობრივ ვალუტაში, საშუალოდ, გლობალური ფასები წელიწადში 7,4%-ით გაიზარდა. ამავდროულად, ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა თუმცა, ის კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება 2017-2021 წლების მაჩვენებლებს.
აღსანიშნავია, რომ სინგაპური არ არის ახალბედა ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების სათავეში, ის ბოლო 11 წლის განმავლობაში მეცხრედ ლიდერობს რეიტინგში.
ამავდროულად, ციურიხი შარშანდელთან შედარებით 5 საფეხურით წინ წავიდა. ამას ხელი შეუწყო ძლიერმა შვეიცარიულმა ფრანკმა, ასევე მაღალმა ფასები საკვებზე, საყოფაცხოვრებო და დასასვენებელ პროდუქტებზე.
სამეულს ასრულებს ნიუ-იორკი, რომელმაც გასულ წელს პირველი ადგილი დაიკავა.
დასავლეთ ევროპის ქალაქები, მათ შორის კოპენჰაგენი, დუბლინი და ვენა, ტოპ 20-ის ნახევარს იკავებენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ფასების ზრდაა. მეორე ის არის, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა 2023 წელს 6-ჯერ გაზარდა საპროცენტო განაკვეთები ინფლაციის შესაჩერებლად. ამან გამოიწვია ევროს 7%-იანი გამყარება დოლართან მიმართებაში.
მსოფლიოში ტოპ 10 ყველაზე ძვირადღირებული ქალაქის სია საცხოვრებლად ასეთია:
ციურიხი და სინგაპური;
ჟენევა;
ნიუ იორკი;
ჰონგ-კონგი;
ლოს-ანჯელესი;
პარიზი;
თელ-ავივი;
კოპენჰაგენი;
სან ფრანცისკო.
ანალიტიკოსები ერთმანეთს ადარებენ 400-ზე მეტ ფასს 200-ზე მეტ პროდუქტსა და მომსახურების ღირებულებას მსოფლიოს 173 ქალაქში. EIU ასევე იკვლევს სხვადასხვა ბიზნესს, რათა გაიგოს, რამდენად მერყეობდა ფასები გასული წლის განმავლობაში.