საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი გაიზარდა – საქსტატი

საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი გაიზარდა – საქსტატი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 2.2 %-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 11.5 % შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 57.6 პროცენტით არის გაზრდილი. ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
2025 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (2.2%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (1.8%). 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – ბინებზე 10.9 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 13.5 პროცენტით.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ