საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზის კმ30-კმ35 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების (დიდთოვლობა,ქარბუქი და ზვავსაშიშროება) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზის კმ30-კმ35 მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამავე საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ