საშუალო IQ-ს მაჩვენებლის რეიტინგში საქართველო რუსეთს და სომხეთს უსწრებს – რეიტინგი

International-IQ-test.com-ის მონაცემები, ქვეყნების საშუალო IQ-ს რეიტინგში საქართველო 21-ზეა. ინფორმაციას Ranking Royals ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნული რეიტინგი დაფუძნებულია, 2023 წელს, მსოფლიოში ჩატარებულ 1 691 740 ტესტის მონაცემებზე დაყრდნობით.
კვლევის მიხედვით, საშუალო IQ მაღალია აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში. საშუალოსთან ახლოსაა IQ-ს მაჩვენებელი ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, დასავლეთ აზიაში, ოკეანეაში, ჩრდილოეთ ამერიკაში და ჩრდილოეთ აფრიკაში. ხოლო ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკაში და ლათინურ ამერიკაში – საშუალოზე დაბალია.
2024 წლის იანვრის მონაცემებით, რეიტინგში, სადაც ქვეყნების რეიტინგია მოცემული საშუალო IQ-ს მაჩვენებლების მიხედვით, საქართველო უსწრებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებს – ბელარუსს, რუსეთს და სომხეთს. 40 ქვეყანას, შორის სხვა მეზობელი ქვეყნები არ იძებნება.
საქართველოს შემთხვევაში საშუალო IQ 101.36-ია, ბელორუსის – 100.78, ს – 100.64, სომხეთის – 99.87.
სიის სათავეში ყველაზე მაღალი საშუალო IQ-ს მაჩვენებლით სამხრეთ კორეაა (107.54), სამეულშია – ჩინეთი (106.99) და ირანი (106.84).
ათეულში ევროპული ქვეყნებიდან მოხვდა ავსტრია, გერმანია და სლოვენია.
მსოფლიოში ყველაზე საშუალო IQ-ს მქონე ქვეყნების 20-ეული ასეთია:
სამხრეთ კორეა
ჩინეთი
ირანი
იაპონია
სინგაპური
ავსტრია
კანადა
გერმანია
სლოვენია
მონღოლეთი

შრი ლანკა
იტალია
ესოპანეთი
ახალი ზელნადია
ბლგარეთი
ავსტრალია
შვეიცარია
ბელგია
ვიეტნამი