საშობაო მიმართვაში რომის პაპმა ღაზაში “შემაძრწუნებელ” მსხვერპლზე ისაუბრა

რომის პაპმა ფრანცისკემ, ტრადიციულ საშობაო მიმართვაში, მრევლის ყურადღება ღაზის სექტორში შექმნილ ვითარებაზე გაამახვილა. 25 დეკემბერს, ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან გაკეთებულ მიმართვაში, რომის პაპმა ომში მყოფ მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.
პაპმა ფრანცისკემ აღნიშნა, რომ ს იერიშები ღაზის სექტორის უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობაში „საშინელ მოსავალს“ მოიმკის. მისი თქმით, ღაზაში დაღუპული ბავშვები პატარა იესო ქრისტეს განსახიერება არიან.
რომის პაპმა 7 ოქტომბერს “ჰამასის” მებრძოლების მიერ ისრაელზე თავდასხმაც გააკრიტიკა და მას “შემზარავი” იერიში უწოდა. მსოფლიოს კათოლიკეთა წინამძღვარმა პალესტინელთა დაჯგუფებას კვლავ მოუწოდა, დაახლოებით, 100 დარჩენილი მძევლის გათავისუფლებისკენ, რომლებიც მათ ისრაელიდან გაიტაცეს და სავარაუდოდ, ღაზაში ჰყავთ.
87 წლის პაპმა ფრანცისკემ, რომელიც კათოლიკეთა წინამძღვრის რანგში მე-11 შობას აღნიშნავს, მსოფლიოში ყველა კონფლიქტის დასრულებისკენ მოუწოდა, იქნება ეს პოლიტიკური, სოციალური, თუ სამხედრო. მიმართვაში მან ისაუბრა რამდენიმე სხვა კონფლიქტზეც, მათ შორის – ომზე ში, სირიაში, იემენში, ლიბანში, დაპირისპირებაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. მან ასევე, მთელ მსოფლიოში მიგრანტების უფლებების დაცვის აუცილებლობას გაუსვას ხაზი.