საშობაო ,,ალილო” სამებასთან დასრულდება

თბილისში საშობაო “ალილო” მიმდინარეობს. პირველი რესპუბლიკის მოედნიდან მომლოცველთა და მგალობელთა გუნდი ცოტა ხნის წინ დაიძრა. შობის მახარობლებს მოქალაქეები ხვდებიან და ასაჩუქრებენ.
მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც შობის პარაკლისი შესრულდება.
შეგროვებული ნობათი ბავშვთა სახლებს, მოხუცებულთა თავშესაფრებსა და საპატიმროებს გადაუნაწილდება.
„ალილოს“ მსვლელობის ტრადიცია 2000 წლიდან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღდგა.
ალილო თბილისის გარდა, მიმდინარეობს მთელი ქვეყნის მასშტაბით – ბათუმში, ქუთაისში, გორი, გურჯაანში…

ასევე დაგაინტერესებთ

მდინარაძე: საგაზაფხულო სესიის პირველი კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია