„საშიში პრეცედენტი“ – ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეულ შეთანხმებაზე

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა იტამარ ბენ გვირმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეულ შეთანხმებას შეთანხმებას „საშიში პრეცედენტი“ უწოდა, რომელიც წარსულ შეცდომებს იმეორებს.
„ჩვენ გვაქვს მორალური ვალდებულება, რომ ყველა მათგანი დავიბრუნოთ და არ გვაქვს უფლება მათ დანაწილებას ან მხოლოდ რამდენიმე მათგანის უკან დაბრუნებას დავთანხმდეთ“, – აღნიშნა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა.
მან გააკრიტიკა შეთანხმება იმის გამო, რომ არ უზრუნველყოფდა ღაზაში დაკავებული ყველა ქალისა და ბავშვის გათავისუფლებას.
„ეს ზავი „ჰამასს“ ყველაფერზე მეტად სურდა. მათ სურდათ პირველ ეტაპზე ქალები და ბავშვები მოეშორებინათ, რადგან ამაზე საერთაშორისო ზეწოლა ხორციელდებოდა. „ჰამასს“ საწვავის მიღება, ტერორისტების გათავისუფლება, ისრაელის თავდაცვის ძალების მოქმედებების შეჩერება და დაზვერვის საქმიანობის აკრძალვა სურდა. მათ ეს ყველაფერი მიიღეს“, – დასძენს ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც თანაცხოვრების პერიოდში უკანონოდ მოიპოვა და შეინახა მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც შემდეგ სოციალური ქსელით სხვა პირს გაუგზავნა

თაზო დათუნაშვილი – საზოგადოებისთვის ახალაიას იმდენი აქვს დაშავებული, რომ ეს შემდგარი მონსტრის პროფილია და მისი მორგება შეიძლება ბევრ რამეზე, მათ შორის, ამ გადატრიალების მცდელობაზე თუ 4 ოქტომბრის უაზრო ავანტიურაზე, მაგრამ მტკიცებულებები სუსტია