“საშიშია, როცა ბოდვების დაჯერებას იწყებ” – სოციალურმა მუშაკმა სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო დატოვა

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო სოციალურმა მუშაკმა ანა ლომთაძემ დატოვა.
ანა ლომთაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ “სახელმწიფო და ყველა სახელმწიფო სისტემა უნდა ემსახურებოდეს ადამიანების კეთილდღეობას და არა ძალადობრივი ჯგუფების ვიწრო ინტერესებს”
საერთოდ არ ვაპირებ, არასდროს, ავტორიტარულ რეჟიმს შევეგუო. ვფიქრობ, პირველი რაც ადამიანმა უნდა შეძლო, არი გულგრილად არ უყურო როცა შენ გვერდით მეორე ადამიანს უსამართლოდ ექცევიან. ამას არაფერი ამართლებს, წერტილი. ისე, გლობალური ომის პარტია ვერ მაშინებს. საშიში ისაა, როცა ბოდვების დაჯერებას იწყებ. ფიქრობ, რომ ფსიქოპათების ტვინებიდან უწყვეტ ნაკადად გადმოდენილი სისულელე შენ არ დაგსვრის. სახელმწიფო და ყველა სახელმწიფო სისტემა უნდა ემსახურებოდეს ადამიანების კეთილდღეობას და არა ძალადობრივი ჯგუფების ვიწრო ინტერესებს.” – წერს ანა ლომთაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია