,, საშინელი სანახავია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი როგორ ურტყამს ჭიქიან ხელს პარლამენტის წევრს” – ბონდო მძინარაშვილი

საზმაუს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი:
,,პოლიტიკოსებიც ცემა-ტყეპაზე გადასვლას თუ აპირებდით, ამ ხალხს რაღას აჩხუბებთ, შედით პარლამენტში და იქ ჩაარტყით ყავის ჭიქები და იქ გაუტეხეთ ცხვირი ერთმანეთს.
1992 წელს ედუარდ შევარდნაძემ მთელი პოლიტიკური სპექტრი (“მრგვალი მაგიდის” გარდა) იმელის დარბაზში შეიყვანა და იქაც დიდი გაწევ-გამოწევა იყო, მაგრამ ის სამი წელი პოლიტიკური დაწმენდის სამი წელი იყო. იმ პარლამენტმა 1995 წელს კონსტიტუციაც მიიღო.
შედით პარლამენტში და იქ იზრუნეთ თქვენი ამომრჩევლის, თქვენი მხარდამჭერების ინტერესების დაცვაზე!
საქართველოს სახელმწიფოს აზიანებთ და, ეს თუ არ გადარდებთ, საკუთარ იმიჯზე მაინც იზრუნეთ!
სირცხვილია!
P. S. საშინელი სანახავია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი როგორ ურტყამს ჭიქიან ხელს პარლამენტის წევრს და, პასუხის მიღების შემდეგ, ცხვირგატეხილი როგორ უსუსურად ზის ასფალტზე სასტუმროს შესასვლელთან.”

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – პროტესტის მხედართმთავარი როგორი უნდა იყოს, მუზარადი ეხუროს და ხმალი ეჭიროს? ხაბეიშვილს ან ბურჭულაძეს რას უწუნებენ? – არჩევნებს რაც შეეხება, „ოცნება“ 70%-ს დაიწერს, მთავარი მონაწილეობა კი არ არის, ოლიმპიადაზე ხომ არ ვართ?