“საშინელი რამაა საბჭოთა მემკვიდრეობა – ყოფილი გდრ-ის ტერიტორიაზე იქაურმა ქოცებმა გაიმარჯვეს” – ბატიაშვილი

საშინელი რამაა საბჭოთა მემკვიდრეობა – ამ რუკაზე კარგად ჩანს, რომ ყოფილი გდრ-ის ტერიტორიაზე იქაურმა ქოცებმა გაიმარჯვეს, დანარჩენ გერმანიაში კი ნორმალური პარტიები ლიდერობენ. 30 წელზე მეტია აღარ არსებობს გდრ, მაგრამ უხილავი საზღვრები მაინც ძლიერია. ამ ამბავში კარგი ისაა, რომ დასავლეთ გერმანიის წყალობით საღმა აზრმა გაიმარჯვა ქვეყანაში. ჩვენ გაცილებით რთულ სიტუაციაში ვართ. თუმცა, არც აქ არიან ქოცები უმრავლესობაში. ჩვენც უნდა გავიმარჯვოთ საბჭოთა კავშირზე!
ჩვენთვის საინტერესო იყო როგორ მიმართა გერმანიის არჩევნებში გამარჯვებულმა ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა ფრიდრგიხ მერცმა იქაური ქოცების (AfD) ლიდერს ვაიდელს წინასაარჩევნო დებატებისას:
“არა, ფრაუ ვაიდელ, ჩვენ არ ვიქნებით ნეიტრალურები რუსეთთან მიმართებაში. ჩვენ არ ვიდგებით შუაში. ჩვენ უკრაინის მხარეზე ვართ. უკრაინასთან ერთად დავიცავთ ახლანდელ ევროპას და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ისეთები, როგორიც თქვენ ხართ, არ განსაზღვრავდეთ მის (ევროპის) პოლიტიკას”.
იმედია, სწორედ მერცი შეძლებს კოალიციის ჩამოყალიბებას და გახდება გერმანიის ახალი კანცლერი.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი ყაზახეთის პრეზიდენტს – სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა და დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახალ შესაძლებლობებს შექმნის

კასიმ-ჟომარტ ტოკაევი – საქართველო განამტკიცებს საერთაშორისო პოზიციებს და აძლიერებს მისი, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული პარტნიორის როლს – ბოლო წლებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა

ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში დაპირისპირებაზე – გული დამწყდა და ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი, ძალიან ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის, რაც სხვა შეკითხვას მიჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციური პარტიის წევრებისგან ამ პროვოკაციას?