“საშინელი მესიჯი იყო და ჩემთვის ნათელია, რომ ეს კრემლის გზავნილია” – იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე “მთავარ არხთან” საუბრისას, ამბობს:
“საკუთარ თავს სულ ვეუბნები, რომ არ უნდა მიკვირდეს არაფერი, რასაც ამბობს, მაგრამ მაინც შოკირებული ვიყავი გორში მის მიერ გაკეთებული განცხადებით. შოკირებული იყო ბევრი ჩემი კოლეგა. საშინელი მესიჯი იყო და ჩემთვის ნათელია, რომ ეს კრემლის გზავნილია. ეს არის კრემლის დამოკიდებულება და ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს. ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან ყველა აკვირდება მოვლენებს და ნათელია, რომ მსგავსი განცხადებები არ ეხმარება საქართველოს. რაც დრო გადის, სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ივანიშვილი კრემლის მარიონეტია”.

ასევე დაგაინტერესებთ