საშინელი მეორე ტაიმი – საქართველოს ნაკრები დანიასთან დამარცხდა [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები უშუალო კონკურენტ სთან 69:75 დამარცხდა.
ჩვენი გუნდის ახალმა მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შეგდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ოჩხიკიძე, ჯინჭარაძე, ტომასონი, შენგელია, შერმადინი – თამაში აქტიურად დაიწყეს, დაცვაში კარგად ირჯებოდნენ და პირველი მეოთხედი 11 ქულით მოიგეს. ურიგოდ არ გამოიყურებოდნენ ახალწვეულები და ახალი ნატურალიზებული კალათბურთელი ტომასონი, თუმცა მასპინძლებმა ანგარიშის 6 ქულამდე შემცირება შეძლეს და ჯიკიჩმა წუთშესვენება აიღო, რის შემდეგაც შენგელიას ძალისხმევით ისევ მოახერხეს მცირე გაქცევა და პირველი ტაიმი 28:37 დასრულდა.
დიდი შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა შეცდომების
დაშვება დაიწყო, ბურთი ზედიზედ რამდენიმეჯერ დაკარგეს, რითაც მეტოქემ ისარგებლა და დასკვნითი პერიოდის წინ სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა. ბოლო მეოთხედში დანია დაწინაურდა. ჩვენი გუნდი ფარს აგებდა, შეტევაში ბევრი დაკარგვა ჰქონდა და მსოფლიო რეიტინგში 58-ე ადგილზე მყოფ გუნდთან მარცხი განიცადა.
საქართველოს ნაკრებიდან 27 ქულა შენგელიამ ჩააგდო, 16 ტომასონმა, 11 ოჩხიკიძემ, 7 ცინცაძემ, 4 შერმადინმა, 2-2 კი ბექაურმა და კაკუშაძემ. სტუმართა რიგებში 19 ქულით ყველაზე შედეგიანი ლუნდბერგი იყო, ხოლო ლარსენმა 13 ქულა მიითვალა.
შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 26 თებერვალს თბილისში სერბეთთან ჩაატარებს.
შეგუებული ვართ რომ ბითაძეს და მამუკელაშვილის თამაში გამორიცხული იყო. აქ პრობლემა იმაშია რომ ნაკრებში რეალურად შენგელია გვყავს რომელსაც ზედმეტადაც უწევს საკუთარ თავზე თამაშის აღება რაც ბუნებრივია გამოიწვევს შეცდომებს. შერმადინი უღონოდ იყო. ამერიკელი ლეგიონერი პირველ თამაშს ატარებდა, სხვებზე რისი თქმა შეიძლება, არიან ახალწვეულებიც. ამ ნაკრებს პრობლემა ის აქვს რომ ახალი თაობიდან თუ არ წამოვიდნენ ევროპის დონეზე საშუალო დონის კალათბურთელები მაინც არაფერი გამოვა, მარტო შენგელიას და ტომპსონის იმედზე ყოფნა არაფერს მოგვიტანს. სათადარიგო სკამიდან შემოსული კალათბურთელების უმეტესობა არაა სანაკრებო დონის. მწვრთნელს პირველი თამაშით ვერ შევაფასებთ.