“მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავმა კაილ უოკერმა The Sun-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მეუღლეს რეალითი შოუს ვარსკვლავთან, ლაურინ გუდმენთან ღალატობდა და ქერა ლამაზმანის 2 შვილის მამაც გახლავთ.
უოკერმა მის ყოფილ მეუღლესა და 3 შვილის დედას ენი კილნერს ბოდიში მოუხადა.
პრემიერლიგის გამორჩეული მცველის თქმით, გასულ ზაფხულს “სიტის” დატოვება და “ბაიერნში” გადასვლა არ სურდა, თუმცა ინგლისიდან გაქცევას ცდილობდა.
“იდიოტობები ჩავიდინე და სულელური გადაწყვეტილებები მივიღე. წარმოდგენაც არ მინდა, ახლა ჩემი ყოფილი მეუღლე რას გრძნობს.
ამ ყველაფერში დამნაშავე მხოლოდ მე ვარ. თუმცა მსურს ჩემი დაშვებული შეცდომები გამოვასწორო.
გასულ ზაფხულს ვცადე, რომ გავქცეულიყავი. მსურდა თუ არა “მანჩესტერ სიტის” დატოვება? – რა თქმა უნდა, არა. ჩვენ ამ მომენტში მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ვართ.
თუმცა “ბაიერნში” ტრანსფერი იყო შანსი, რომ ინგლისიდან გავქცეულიყავი”, – განაცხადა უოკერმა.