“საშინელება ვთქვი, მაგრამ წადით, თქვენი…” – მასკი

ილონ მასკმა იმ კომ­პა­ნი­ებს მი­მარ­თა, რომ­ლებ­მაც მისი სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­აპ­ლატ­ფორ­მა X ან­ტი­სე­მი­ტიზ­მის პრო­პა­გან­დის გამო მი­ა­ტო­ვეს. “წა­დით, თქვე­ნი…”, – ასე მი­მარ­თა მათ მი­ლი­არ­დერ­მა.
მასკმა 15 ნო­ემ­ბერს X-ზე ან­ტი­სე­მი­ტუ­რი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რის გამოც კრი­ტი­კის ქარ-ცე­ცხლში გა­ეხ­ვა. მან თავ­და­პირ­ვე­ლად, ბო­დი­ში მო­ი­ხა­და, თუმ­ცა შემ­დეგ იმ კომ­პა­ნი­ებს, რომ­ლებ­მაც X-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე უარი თქვეს, “მო­ღა­ლა­ტე” უწო­და.
მისი თქმით, რეკ­ლა­მის განმთავ­სე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი სა­ერ­თოდ სა­თო­ფე­ზეც არ უნდა გა­ე­კა­რონ X-ს და არც ის გა­ი­ფიქ­რონ, რომ მისი შან­ტა­ჟის უფ­ლე­ბა აქვთ: “წა­დით, თქვე­ნი… “,- დას­ძი­ნა მასკმა.
შემ­დეგ იკი­თხა, გა­სა­გე­ბი იყო თუ არა მისი მი­მარ­თვა ბო­ბის­თვის (იგუ­ლის­ხმე­ბო­და Walt Disney-ს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, რო­ბერტ აი­ჯე­რი).
მი­ლი­არ­დერ­მა ასე­ვე ისიც თქვა, რომ მის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტი მარ­თლაც სა­ში­ნე­ლი იყო.
მას­კის პოს­ტი თეთრმა სახ­ლმა დაგ­მო და მას “ან­ტი­სე­მი­ტუ­რი და რა­სის­ტუ­ლი სი­ძულ­ვი­ლის ამაზ­რზე­ნი პრო­პა­გან­და” უწო­და. პოს­ტის გახ­მა­უ­რე­ბის შემ­დეგ, -ს წამ­ყვან­მა კომ­პა­ნი­ებ­მა, მათ შო­რის Walt Disney-მ, Warner Bros Discovery-მ და NBCUniversal-მა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად X-ზე რეკ­ლა­მე­ბის გან­თავ­სე­ბა შე­წყვი­ტეს.
ამის შემ­დეგ მასკი ის­რა­ელ­ში ჩა­ვი­და და პრე­მი­ერ მი­ნისტრს, ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს შეხ­ვდა. ვი­ზი­ტის დროს მან აღ­ნიშ­ნა, რომ ან­ტი­სე­მი­ტიზმსა და ყვე­ლა­ფერს, რაც “სი­ძულ­ვილს და კონ­ფლიქტს უწყობს ხელს” ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა და გა­ნა­ცხა­და, რომ X-ი არა­სო­დეს წა­ა­ხა­ლი­სებს სი­ძულ­ვი­ლის ენას.
წყა­რო: nypost