საშინელება არ ამართლებს საშინელებას, ისრაელის საუკეთესო მეგობარი ისაა, ვინც ურჩევს არ იმოქმედოს შურისძიებით – ჟოზეფ ბორელი

ევროკომისარი ჟოზეფ ბორელი, რეგიონში ტურნეს ფარგლებში, პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. ბორელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი ჰუმანიტარულ პაუზებს ითხოვს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დახმარებისთვის. იქამდე კი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ისრაელს სტუმრობდა, სადაც საკუთარი თვალით ნახა “ჰამასის” ტერორისტული თავდასხმების ადგილები.
“ისრაელმა პატივი უნდა სცეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და თანაზომიერების პრინციპს. საშინელება არ ამართლებს საშინელებას. ისრაელის საუკეთესო მეგობარი ისაა, ვინც ურჩევს არ იმოქმედოს შურისძიებით. მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას შეუძლია შეაჩეროს ძალადობის ეს აუტანელი ციკლი,” – აღნიშნა ბორელიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

რუსთავის მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე: თუკი რამეს ვაკეთებთ, მიმართულია იმისკენ, რომ შევქმნათ ახალი ქალაქი, რომელსაც აქვს დიდი ისტორია – ერთ-ერთი მიმართულება იქნება სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერება, ასევე, ქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, შენობების რეაბილიტაცია