საშემოდგომო/ზამთრის აქციებზე უზარმაზარი ფული “გაიჭრა”, “ენ”-რაოდენობით ნარკოტიკის გასაღება მოხდა და ეს იყო აგენტოკრატების მარიონეტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სარფიანი და ბედნიერი ახალი წელი

საშემოდგომო/ზამთრის აქციებზე უზარმაზარი ფული “გაიჭრა”, “ენ”-რაოდენობით ნარკოტიკის გასაღება მოხდა და ეს იყო აგენტოკრატების მარიონეტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სარფიანი და ბედნიერი ახალი წელი
პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი უცხოური ძალების ფულად გზავნებსა და დაფინანსებულ პროექტებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. ექსპერტის თქმით, 20 იანვრის შემდეგ -ს საერთაშორისო ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება და ამის საფუძვლიანი ეჭვი არსებობს.
ახლა 20 იანვრამდე დარჩენილი უკანასკნელი თანხების ათვისებისა და გამოყენების პროცესია და ამას ამტკიცებს ბოლო 35 დღის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე პროცესებიც. დავით ქართველიშვილმა აღნიშნა, რომ ინტერნეტმედია “ლაივმედიას” უკანასკნელი განცხადება, აქციაზე დაზარალებული ადამიანების დახმარებასთან დაკავშირებით სწორედ ამ ფულის ათვისებით მცდელობაა. ექსპერტის თქმით, უცნობია თუ რა რაოდენობის დაზარალებულს უნდა დაეხმარონ 50 000 ლარის ოდენობით და ვისზე როგორ გადანაწილდება უკანასკნელი ფულადი გზავნილი უცხოეთიდან.
დავით ქართველიშვილის თქმით, საინტერესოა არსებობს თუ არა უცხოური გზავნილების კონტროლის მექანიზმი სახელმწიფოში და როდის ამოქმედდება “გამჭვირვალობის კანონი. “ილონ მასკის და ვივეკ რამასვანის ახლად შექმნილი დეპარტამენტი “DOGE” აგრძელებს თანამემამულეების გაოცებას, დემოკრატების მიერ წლების განმავლობაში ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა თანხების “უპრაგონოდ “, სხვადასხვა სიგიჟეებზე ხარჯვისა და დიდი ალბათობით “ატკატების” თაობაზე ინფორმირების სახით. მაგალითად, 2024 წელს გამოვლინდა 7 მილიონი დოლარის გამოყოფის ფაქტი “მაგიის შესწავლისათვის”. მილიონ ნახევარი გამოეყო “კნუტების თვლემის” გამოკვლევებს.
სოციალურ ქსელებში ყირგიზი ბავშვების აქტიურობის პროგრამას გამოეყო 123 ათასი დოლარი. “ინფლუენსერების” მხარდაჭერისთვის გამოეყო 4,8 მილიონი დოლარი. ხოლო 420 ათასი დოლარი “შეეწირა” გარკვევას, დაწყვილებული ვირთხები უფრო ეფექტურად ახერხებენ საბაჟოზე კოკაინის მოძებნას თუ მარტოხელები. იმის ვარაუდი, რომ საერთაშორისო ხარჯები მნიშვნელოვნად იქნება შემცირებული 20 იანვრის შემდეგ – საფუძველმოკლებული არაა და გამყარებულია ტრამპის გუნდის არაერთი განცხადებით.
ლოგიკურია ასევე ვივარაუდოთ, რომ 20 იანვრამდე მთელს მსოფლიოში აქტიურად მიდის ჯერ კიდევ არსებული თანხების ათვისება/განაწილების პროცესი, მათ შორის საქართველოში. ძირითადად ამას ემსახურებოდა უკანასკნელი 35 დღის განმავლობაში შექმნილი “კარწინკა” მომიტინგეთა მაქსიმალური რაოდენობის “დახატვით”, რასაც შესაბამისი ოდენობის ფინანსური უზრუნველყოფა ესაჭიროებოდა. დღეს წამოგვეწია ახალი ხარჯვითი ნაწილი – ინტერნეტ-ჰოლდინგი “ლაივმედია” აანონსებს აქციებში “დაზარალებული ოჯახებისთვის” 50 ათასი ლარის გამოყოფას.
მათემატიკური ამოცანა გვეკითხება – რა რაოდენობის დაზარალებულებს “დახატავენ”, ვისზე და რა პრინციპით გაიყოფა დონორების მიერ გამოყოფილი ეს, შესაძლოა უკანასკნელი, ფულადი “კუში”.
მხოლოდ მიახლოებული გაანგარიშებით, საშემოდგომო/ზამთრის აქციებზე უზარმაზარი ფული “გაიჭრა”, “ენ”-რაოდენობით ნარკოტიკის გასაღება მოხდა და ეს იყო ამ თვალსაზრისით აგენტოკრატების მარიონეტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სარფიანი და ბედნიერი ახალი წელი.
ორად-ორი რამ არის სანუგეშო: 1) ნებისმიერ “მუქთა ” ფულს აქვს “უნამუსო” თვისება – ის მალე მთავრდება და 2) არის რეალური იმედი, რომ ჩვენს თვალწინ “იჭმევა” უკანასკნელი ტრანში და ეს “ხალიავა” შეჩერებული იქნება. ხოლო კითხვა რჩება იგივე: არსებობს თუ არა სახელმწიფოში ამ თანხების თავისუფალი ბრუნვის კონტროლისა და შეჩერების მექანიზმები და როდის ამოქმედდება ის “გამჭვირვალობის” კანონი, რომლის გამო ცოცხალ-მკვდარი არ დაგვიტოვეს თავის დროზე და რომელიც ნერვებისა და ჯანმრთელობის ფასად გავიტანეთ,” – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით