ამ ეტაპზე თითქმის ყველა კლინიკამ, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული, საერთაშორისო აკრედიტაცია და შესაბამისი სერტიფიკატი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.
რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც სერტიფიცირების პროცესს ამ ეტაპზე გადიან, მათ გონივრული ვადა აქვთ მიცემული. კერძო კლინიკებთან ერთად ცოტა ხნის წინ საერთაშორისო სერტიფიკატი მიიღო და ყველა საერთაშორისო სტანდარტი დააკმაყოფილა ქვეყნის ოთხმა სახელმწიფო კლინიკამ.
ერთ-ერთია თენგიზ ცერცვაძის სახელობის თბილისის ინფექციური საავადმყოფო, რომელმაც ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილება შეძლო და საერთაშორისო აკრედიტაციაც მიიღო.
შესაბამისი სერტიფიკატი მიიღო რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფომაც, რომელიც მომსახურებას უწევს ოკუპირებული აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს.
შეგახსენებთ, რომ კლინიკებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის ქონა სავალდებულო მიმდინარე წლის 1 იანვრიდან გახდა.
საქართველოს ბაზარზე 6 უცხოური მაკრედიტებელი ორგანიზაცია შემოვიდა.
საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება ნიშნავს, რომ ქვეყანაში მოქმედი კლინიკების სამედიცინო სერვისების ხარისხი, პერსონალის კვალიფიკაცია, ინფრასტრუქტურა და სხვა მიმართულებები მსოფლიოში აღიარებულ სტანდარტებს შეესაბამება.
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ აკრედიტაციის შედეგებს ქართული ჯანდაცვის სისტემის გამარჯვება უწოდა.
jandacva.ge
