საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ პაციენტებს სერვისის გაუმჯობესება თანხის დამატებით შეეძლებათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ამბობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ პაციენტებს კლინიკებში სერვისების გაუმჯობესება თანხის დამატებით შეეძლებათ. მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ პაციენტები გადაიხდიან მხოლოდ გაუმჯობესებული სერვისის საფასურს.
„ათასობით მოქალაქეს აღარ მოუწევს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლა მხოლოდ იმის გამო, რომ მას სურვილი აქვს, განსხვავებული სამედიცინო მომსახურება მიიღოს, რაც შეუძლებელი იყო არსებული რეგულაციების პირობებში“, – განაცხადა მ.
მისივე თქმით, გადაწყდა, ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის შემცირდეს მომსახურების ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული ვადები. მთავრობის გათვლით, ამით გაიზრდება პროგრამაში ჩართული კლინიკების რაოდენობა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე გიორგი ჯამდელიანი – კანონიკური სასჯელის მოხსნა საეკლესიო კანონის მკაცრი დაცვით უნდა მოხდეს – ასეთი განაჩენის ცალმხრივი ან კომპეტენტური საეკლესიო სასამართლოს გარეშე შეცვლა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საეპისკოპოსო ინსტიტუტს, არამედ ეკლესიის მთლიანობასაც