საყოველთაო ჯანდაცვით მოსარგებლე შშმ პირთა რაოდენობა გაიზარდა

2023 წელს „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით“ მოსარგებლე, შშმ პირთა რაოდენობა 32 062 იყო. შემთხვევების რაოდენობა კი – 81 326.
ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. მისი მონაცემებით, ამ მაჩვენებელში 8 282 მკვეთრად გამოხატული შშმ პირია, 17 618 – მნიშვნელოვად გამოხატული, 1 513 კი – შშმ ბავშვი.
2022 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 29 741 შშმ პირი სარგებლობდა, 2021-ში კი 28 100.
ცნობისთვის: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (18
წლის ასაკამდე) და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (18 წლის ასაკიდან).
წყარო: jandacva.ge

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”