საყოველთაო გაფიცვის გამო ბრიუსელის ზავენტემისა და შარლერუას აეროპორტებში ასობით ავიარეისი გაუქმდა. მომიტინგეები ქუჩებში წლისმეხუთე საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში გამოვიდნენ, რათა ფედერალური მთავრობის მიერ შემოთავაზებული პენსიების რეფორმები გაეპროტესტებინათ.
გაფიცვის გამო ბრიუსელში შეფერხებით ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შეწყვეტილია სასწავლო პროცესიც.
ქვეყნის მთავრობა აცხადებს, რომ საპენსიო რეფორმები აუცილებელია, რადგან სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდა იწვევს ხარჯების ზრდას ქვეყანაში, რაც ქვეყნის ბიუჯეტისთვის დიდი დარტყმაა.
საპროტესტო აქციები ბელგიაში მთავრობის ინიციატივას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში საპენსიო ასაკი 65-დან 67 წლამდე უნდა გაიზარდოს.
www.interpressnews.ge
