,, საღებავი კიარა, ბომბებს შეყრიან სიამოვნებით ჩვენს ტაძრებში და მორწმუნე მრევლსაც ცოცხლად დაწვავენ..” – ვატო შაქარიშვილი

,,საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი:
,,რატო გვეძახით ეკლესიის მტრებს, ჩვენ სტალინის ხატზე დატანას ვაპროტესტებთო… ჩვენთვის ისედაც ცხადი იყო, რომ არაფერ შუაშია სტალინის გამოსახულება და მათი მთავარი სამიზნე კვლავ ჩვენი დედა ეკლესიაა, მაგრამ “ბებრძოლმა უღმერთო” ნატა ფერაძემ, რუსლულ ენაზე მიცემულ ინტერვიუში ყველაფერი საკუთარი პირით დაადასტურა. აღმოთქვა თუ რამხელა ზიზღი აქვთ ეკლესიის მიმართ… რამხელა სიბოროტე ბუდობს მათში… საღებავი კიარა, ბომბებს შეყრიან სიამოვნებით ჩვენს ტაძრებში და მორწმუნე მრევლსაც ცოცხლად დაწვავენ… სამების ტაძარზე განსაკუთრებით აჟრიალებთ! მისი სიწმინდე, მისი სიდიადე თრგუნავს მათ. თანაც, ამ დიდებული ტაძრის მაკურთხეველი რომ ჩვენი პატრიარქია, აღმშენებელი კი, ივანიშვილი ეს საერთოდ საკონტროლო გასროლის ტოლფასია… ამიტომ მოძებნა ისეთი სახლი, რომლის სარკმლიდანაც სამებას ვერ დაინახავდა… ეშმაკის მოციქულები იტანჯებიან ჯვრის, ეკლესიის და სიწმინდის დანახვაზე!!! ნატა ფერაძე ეშმაკის მოციქულია, რომელსაც მსუყედ აფინანსებენ და ახალისებენ ჩვენი “დაუძინებელი მეგობრები.” მათ ბვერი მანქანები აქვთ, ტეველიზიები, ფული, პარტიები… ამიტომ, ძირში უნდა მოვკვეთოთ ეს ბოროტება. ასე ყურებ-ყურებაში ფესვს იდგამენ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში… ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფები, ცილისწამებისა და ტყულის გავრცელება, საპატრიარქოს კედლებზე საღებავის შესხმა და ახლა უკვე ფიზიკურად, საკათედრო ტაძარში ხატის დემონსტრაციული დაზიანება… სახელმწიფო, საზოგადოება, ყველა ერთად უნდა აღვუდგეთ მათ. ვნახეთ, რომ არ არსებობს ქმედება, რასაც არ იკადრებენ. ამიტომ, როცა არ გააჩნიათ მორალური საზღვრები, კანონით უნდა მოხდეს ყველანაირი გამოვლინების პრევენციაც და სათანადო რეაგირებაც.”

ასევე დაგაინტერესებთ