“დიქტატორ ივანიშვილის მიერ ჩემთვის ამჯერად მოცემული 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც ამოიწურა და მე მცხეთას პოლიციის იზოლატორიდან გამოვედი. მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას ვუხდი მადლობას ყველას, ვინც ჩემს გვერდით იდგა. თუ ვამპირულ რეჟიმს ჰგონია, რომ ამ რეპრესიებითა და დაკავებებით შეგვაშინებს, ძალიან ცდება.
მე, აფგან სადიგოვი, კიდევ ერთხელ და საბოლოოდ ვიმეორებ: დიდი საქართველოსთვის, მამაცი, ღირსეული, მებრძოლი და ჩემთვის მოძმე ქართველი ხალხისთვის ბრძოლას ბოლომდე, სიკვდილამდე გავაგრძელებ. თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს და დაკავებულს! ამ საღამოს რუსთაველზე შევხვდებით”, – წერს სადიგოვი ფეისბუკის გვერდზე.
12 ნოემბერს აზერბაიჯანელი ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს 7 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს 2025 წლის 19-21 ოქტომბერს გზის გადაკეტვის საქმეზე . სადიგოვი გზის გადაკეტვის გამო სამი კვირით ადრეც ცნეს სამართალდამრღვევად და მას 14-დღიანი პატიმრობა განესაზღვრა.
ამასთან, სადიგოვი გზის გადაკეტვის გამო 55-ჯერ, ჯამში, 277,000 ლარით (თითო შემთხვევაზე 5,000 ლარით) არის დაჯარიმებული.
ალიევის რეჟიმის დევნილმა ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა საქართველოს ციხე, დაახლოებით, 9- თვიანი პატიმრობისა და შიმშილობის შემდეგ, 2025 წლის გაზაფხულზე დატოვა. აფგან სადიგოვი ციხის დატოვების შემდეგ ყოველდღე რუსთაველის გამზირზე დგას საქართველოს მოქალაქეებთან ერთად. საქართველოს ხელისუფლება მას ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევს.




